კატალონიის „ბარსელონას“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა „გრანადასთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა და კმაყოფილი იყო. გამოცდილი სპეციალისტის განცხადებით, მას თამაშის სრული კონტროლი სურს, ხოლო ლიონელ მესის გუნდში ყოფნა სიმშვიდის გარანტია.
„არაჩვეულებრივად ვითამაშეთ. ადვილი არაა, როდესაც მეტოქე თამაშს კეტავს და საჭიროა შენი თამაშისთვის გამუდმებით ახალი ალტერნატივა ეძებო. მესიმ გააკეთა ის, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებს. როდესაც ის გყავს, უფრო მშვიდად ხარ.
ათასი პასი? ვისურვებდი უფრო სწრაფად თაამშს, მაგრამ დღეს მოწინააღმდეგე რიტმს ხშირად აგდებდა. ერთადერთი რაც მინდა, თამაშის კონტროლია“, - თქვა სეტიენმა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ „გრანადას“ ლეო მესის გოლით მოუგო. კატალონელებმა 1005 გადაცემა გააკეთეს და ბურთის ფლობის 82.6% დააფიქსირეს.