ჰაცუ ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღე წარმატებული გამოდგა ლევან გორგაძისთვის. ქართველი სუმოისტი მე-3 მაეგაშირა ტამავაშის დაუპირისპირდა და მისი დამარცხება იორიკირის ილეთით მოახერხა.
ტოჩინოშინმა უპირატესობა ორთაბრძოლის დაწყებისთანავე მოიპოვა და საქმე ბოლომდე მიიყვანა. ეს აღნიშნული წყვილის 30-ე დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც 19-ჯერ ტოჩიმ მოიგო, 11 შემთხვევაში კი წააგო.
ლევანს მიმდინარე ბაშოზე 4 მოგების საპირისპიროდ 5 მარცხი აქვს, მისი მომდევნო მეტოქე კი სეკივაკე ასანოიამა იქნება. ტოჩინოშინს 25 წლის სუმოისტთან მოგება-წაგების ბალანსი უარყოფითი აქვს 1 მოგება და 3 მარცხი.