ფეხბურთი

22:12 | 19.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

კოვაჩევიჩზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი რაულ ბრავოა

რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ვეტერან სერბ ფეხბურთელ დარკო კოვაჩევიჩს ესროლეს. „იუვენტუსისა“ და „სოსიედადის“ ყოფილი ფორვარდი თავდასხმას გადაურჩა და მხოლოდ მცირე დაზიანებით აღმოჩნდა საავადმყოფოში.

Telegraf-ის ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი მადრიდის „რეალის“ ყოფილი მცველი რაულ ბრავოა. ესპანელი ცოტა ხნის წინ გარიგებულ თამაშებში დაადანაშაულეს და დააპატრიმეს, მოგვიანებით კი, ტავდაბეით გაათავისუფლეს.

გამოცემა წერს, რომ შესაძლოა კოვაჩევიჩმა ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით დეტალები იცოდა და სწორედ ამიტომ, ბრავომ მისი ლიკვიდაცია შეუკვეთა.

რაულ ბრავო და დარკო კოვაჩევიჩი ერთმანეთს პირეოსის „ოლიმპიაკოსიდან“ იცნობენ, სადაც თანაგუნდელები იყვნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096202