საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდში გასასვლელ გადამწყვეტ შეხვედრაში სტუმრად დამარცხდა ფინეთთან, 21-37 (12-14). პირველი თამაში თბილისში, 16 იანვარს, ფრედ დასრულდა 24-24.
საპასუხო მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა. საქართველოს ნაკრებს არ ჰყავდა არსენაშვილი და მაისურაძე, რის შემდეგაც დაგვრჩა ერთადერთი ხაზის მოთამაშე, მიქავა. ფინელებს გამოაკლდათ ძირითადი მეკარე მაკელა, რომლის ადგილიც კარში როსლანდერმა დაიკავა და მშვენივრადაც ითამაშა, ჩვენი დანაკარგი კი მნიშვნელოვანი გამოდგა.
კარგად დაიწყო თამაში შოთა თევზაძემ - მოიგერია პირველი ორი დარტყმა, ფინელებმა კი მის კარში დანიშნული ორივე შვიდმეტრიანი ააცილეს. მასპინძლები მაინც დაწინაურდნენ და ჩვენი პირველი გოლი ჩიქოვანმა გაიტანა მე-5 წუთზე, 1-2. ფინეთი პირველ ტაიმში 3 ბურთითაც გავიდა წინ,, 12-9, მაგრამ ცხოვრებაძემ და ჭანტურიამ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს.
ტაიმი შეიძლებოდა ფრედ დასრულებულიყო, მაგრამ ჩვენ ბოლო შეტევაში ბურთი დავკარგეთ, მასპინძლებმა კი სწრაფი გარღვევა მოაწყვეს და 14-12 მოიგეს. პირველ ნახევარში თევზაძეს 7 მოგერიება დაუგროვდა, თემო ორჯონიკიძეს კი 6 გოლი. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ორივე მარცხენა გარემარბმა თითო ბურთი ააცილა, მწვრთნელები იძულებულნი გახდნენ, კუთხეში კბილაშვილი გადაეყვანათ, მიქავა კი ხაზზე წითელიშვილმა შეცვალა (კბილაშვილიც და წითელიშვილიც უკანახაზელები არიან). ასეც დავიწყეთ მეორე ტაიმი.
საწყის 2 წუთში ცხოვრებაძემ და ჩიქოვანმა ორჯერ შეამცირეს სხვაობა თითო ბურთამდე (14-15), მაგრამ შემდეგ მიყოლებით გაგვიძევეს კბილაშვილი, ჩიქოვანი და ორჯონიკიძე. მეტოქემ მაქსიმალურად გამოიყენა მეტობა, ჩვენი გუნდის თამაში კი აქ მოიშალა - ზედიზედ გავუშვით 10 გოლი და 14 წუთის განმავლობაში ვერ გავიტანეთ: 14-25 46-ე წუთზე და თამაში უკვე მეორე შემადგენლობამ დაასრულა. 21-37.
ტურნირმა აჩვენა, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდულია უმაღლეს დონეზე სათამაშოდ - სამი ვეტერანით (თევზაძე, 38 წლის; ჭანტურია 37; ჩიქოვანი 30) გუნდის საშუალო ასაკი სულ 24 წელია (მათ გარეშე - 22), ხოლო ჩვენი ორი ხელბურთელი საერთოდ თინეიჯერია - გიორგი ცხოვრებაძეს (18) კიდევ ორი წელი ახალგაზრდულ ნაკრებშიც შეუძლია თამაში, ხოლო ნიკოლოზ კალანდაძე (17) ჯერაც ჭაბუკთა ნაკრების წევრია. ფინეთს კი ჰყავდა ძალიან გამოცდილი გუნდი, რომლის სამი მოთამაშე ჩემპიონთა ლიგის მონაწილის, რიიჰიმიაენ კოქსის წევრია - სწორედ ამ სამეულმა (ტამინენი, რონბერგი, სიურიალა) გადაწყვიტა მატჩის ბედი თბილისშიც და რიიჰიმიაკიშიც.
ფინეთის გარდა, ადგილი ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში დაიცვეს ესტონეთმა და ბელგიამ, რომლებმაც 2-2 მატჩი მოუგეს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულებს, ლუქსემბურგსა და კვიპროსს. ერთი წლის შემდეგ ჩვენი ეროვნული გუნდი ევროპის მომდევნო, 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევს ისევ პირველი რაუნდიდან დაიწყებს.
ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეიოფი
19 იანვარი, რიიჰიმიაკი, კოქს არენა. საპასუხო მატჩი (პირველი 24-24)
ფინეთი - საქართველო 37-21
ფინეთი: როსლანდერი, ლაიტინენი - რონბერგი 8, შომანი 7, ჰელანდერი 6, ტამინენი 5, ფორსი 2, მ. გრანლუნდი 2, მარტინი 2, საკინენი 2, კილსტედტი 1, სიურიალა 1, სუნდბერგი 1, კოლიონენი, რ. გრანლუნდი, ჰელაკოსკი
საქ: თევზაძე, ცინცაძე - ორჯონიკიძე 7, ცხოვრებაძე 7, ჩიქოვანი 4, დიხამინჯია 2, ჭანტურია 1, რუსტამოვი, წითელიშვილი, მიქავა, კბილაშვილი, აბრამიშვილი, კალანდაძე, გოგოლაძე
მსაჯები: ფლორიან ჰოფერი, ანდრეას შმიდჰუბერი (ავს), დელეგატი: ალგის მიკუჩონისი (ლიტ)
დღესვე: ესტონეთი - ლუქსემბურგი 31-20 (38-33), კვიპროსი - ბელგია 16-31 (7-24)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დემბელემ ისე მოუმატა ბოლოდროს კოუტინიოს შეტევაში თამაშის ალბათობა შემცირდა.ცენტრში კი ახლაც არ განიხილავენ და რაბიო-დეიონგს იმატებენ კიდევ.რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ყველასთვის კოუტინიოს ადგილის გამოძებნა რთული გახდა.ასე რომ მბაპეს ტრანსფერში კუოტინიოს ჩართვა უღირს ბარსელონას და ეგ კი არა სუარესსაც მიაყიდის კიდევ.მესი მბაპე დემბელე ეს ტრიო იქნება არანორმალურად ძლიერი.თუ ექნება შანსი ბარსელონას მბაპეს ყიდვის ნამდვილად არ უნდა გაუშვას ხელიდან და 2-3 წელი ხო ეს ტრიოც იფრენს და მესის შემცვლელიც ნაპოვნია უკვე და 10-12 წელი ბარსელონა საიმედო ხელში იქნება.მბაპეს ხელიდან გაშვება არ შეიძლება არც ბარსელონასთვის და არც რეალისთვის.მაგ ბიჭის იქნება ფეხბურთი ძაან მალე
უბრალოდ წარმოიდგინეთ მესი მბაპე დემბელეს ტრიო.ჯერ ის რომ სამივეს სამივე პოზიციაზე თუ არა მინიმუმ 2 პოზიციაზე თამაში ნამდვილად შეუძლიათ,ანუ ტაქტიკურ გადაადგილებას რამდენს გააკეთებს თამაშის დროს ითვალონ მეტოქეებმა,მეორე ის რომ სამივე მაგარი ტექნიკურია და მესამე დემბელეც და მბაპეც არიან ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ეხბურთელები დღეს მსოფლიოში თუ ყველაზე სწრაფები არა თან ძაან ახალგაზრდები.ამათ გვერდით მესი თავისი ტვინით, ტექნიკით და ჯერ არც ძაან შენელებულა ლეო,უბრალოდ მოკლავენ ყველა გუნდს.ერთ პასს გაუჭრის მესი ცენტრიდან და სდიონ მერე მცველებმა მბაპე-დემბელეს.კონტრშეტევებზეც ძაან სახიფათო იქნება ბარსელონა რაც ბოლო წლებში თითქმის არ ყოფილა.მოკლედ მბაპე თუ იყიდა ბარსელონამ ძაან დიდი ხანი არ ექნება პრობლემა შეტევაში.თუმცა დონ ბალონის დაწერილი რამდენად დასაჯერებელია უფრო არა და რომც იყოს დასაჯერებლი გაზეთის დაწერილი კი არა მალკომი რომში მიფრინავდა უკვე კონტრაქტისთვის და ბარსელონაში ჩავიდა))ასე რომ სანამ ოფიციალურად არ დადასტურდება არცერთი ტრანსფერი დასაჯერებელი არაა,თუმცა ვფიქრობ შანსი ნამდვილად არის რადგან პსჟ-ს 170 მილიონი აქვს გასაბათილებელი ფეარპლეის გამო და კოუტინიოს და 150 მილიონს თუ მიიღებს მპაპეში წესით უნდა დათანმხდეს.არ მგონია სხვა გუნდებმა უკეთესი პირობა შეთავაზოს.ნეიმარსაც შეინარჩუნებს,უმაღლესი დონის ფეხბურთელსაც მიიღებს კოუტინიოს სახით და ფულსაც.
ესაა შენი "ოცნება"? :დ
მეტის ღირსი ხარ კოუტინიო