ზამთრის თასის 2020 წლის გათამაშება დასრულდა. ბათუმის სპორტის სასახლეში გამართული ტურნირის ფინალში საქართველოს ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მარცხი განიცადა.
შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე ედუარდ ციხმეისტრუკმა გაიტანა. ამრიგად, უკრიანამ ზამთრის თასის მოგება მოეთხე ცდაზე მოახერხა და ტიტულს პირველად დაეუფლა.
იქამდე, ჯგუფური ეტაპიც შედგა ბუნებრივია, სადაც A ჯგუფში უკრაინამ იპირველა, რომელიც თურქეთს უგოლოდ დაუზავდა, ხოლო ესპანეთს (4:1) აჯობა. თავის მხრივ, ესპანელებმა თურქეთთანაც წააგეს (0:1) და გათამაშება უქულოდ დაასრულეს. ჯგუფიდან ნახევარფინალში უკრაინას თურქეთი მეორე ადგილით გაჰყვა.
B ჯგუფში საქართველომ უეფასა (5:2) და ფიფას გუნდებს (5:3) მოუგო და პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილისთვის ბრძოლაში კი უეფამ ფიფას უხვგოლიან დაპირისპირებაში 6:4 მოიგო.
ნახევარფინალში უკრაინამ უეფას გუნდი ადვილად, 5:1 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ნაკრებმა თურქეთს დაძაბულ ბრძოლაში ალექსანდრე ამისულაშვილისა და ოთარ მარცვალაძის გოლებით 2:1 მოუგო.
ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გეორგიოს კარაგუნისი გახდა, საუკეთესო მეკარედ უკრაინელი ვიტალი რევა დაასახელეს, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ალექსანდრე იაშვილს ერგო.