სხვა

11:35 | 19.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატია და ესპანეთი მიზანთან ახლოს არიან (+VIDEO)

ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიამ 25-24 დაამარცხა და გერმანია და ესპანეთთან ერთად ძალიან ცოტა უკლია ნახევარფინალში გასვლამდე.

ორივე გუნდს 6-6 ქულა აქვს და დარჩენილ 2 მატჩში ქულაც ჰქოფნის მიზნის მისაღწევად. თეორიული შანსები დარჩათ გერმანიას, ავსტრიასა და ბელარუსს. ესპანეთმა 30-26 დაამარცხა ავსტრია, ბელარუსმა 28-25 მოუგო ჩეხეთს.

ხორვატია-გერმანია: https://www.youtube.com/watch?v=BaLXAVy_AI4

გერმანია თითქმის მთელი თამაში წინ იყო. ფლანგებიდან უშეცდომოდ ურტყამდნენ გენსჰაიმერი და კასტენინგი, რაიხმანი 100 პროცენტით ასრულებდა შვიდმეტრიანებს, ხოლო კარში იდგა ანდრეას ვოლფი, რომელმაც პირველ ტაიმში 3 პენალტი მოიგერია, სული კი - 13 დარტყმა. 28-ე წუთზე ჰეფნერმა სხვაობა ხუთამდე აიყვანა, მეორე ნახევრის დასაწყისში, 37-ე წუთზე კი ანგარიში 17-12 იყო.

ხორვატებმა - კარაჩიჩმა, შტეპანჩიჩმა და დუვნიაკმა ნელ-ნელა დაიწყეს სხვაობის შემცირება. მათზე მეკარე ვოლფის ჯადო აღარ ჭრიდა, მეტოქის 2 გოლს გერმანია ერთით პასუხობდა და 48-ე წუთზე მარცხენა გარემარბმა მანდიჩმა ანგარიში გაათანაბრა, 22-22.

რაიხმანმა შვიდმეტრიანით კიდევ ორჯერ დააწინაურა გერმანია (24-23, 55-ე წუთი), მაგრამ ბოლო 5 წუთში ჯერ დუვნიაკმა გაათანაბრა, ბოლო შეტევაში კი კარაჩიჩმა ხორვატია გაიყვანა წინ 25-24.

გერმანია დიდხანს ამზადებდა ბოლო იერიშს, დასრულებამდე 7 წამით ადრე ბურთი იანიკ კოლბახერმა მიიღო და 6 მეტრიდან დაარტყა, მაგრამ მეკარე მარინ შეგომ მოიგერია. ხორვატებს ხვალ, ბოლო ადგილზე მყოფ ჩეხებთან ფრეც ჰყოფნით ნახევარფინალში გასასვლელად, გერმანიას კი მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა.

ყველა ვიდეო: https://www.youtube.com/user/ehfeuro/videos

დღეს მეორე ჯგუფის მესამე ტურის მატჩებია მალმიოში: 17:00 პორტუგალია-ისლანდია, 19:15 სლოვენია-უნგრეთი, 23:30 ნორვეგია-შვედეთი. აქ ჯერ არაფერია გარკვეული და შანსი ექვსივე გუნდს აქვს.

ხელბურთი. ევრო 2020, კაცები. შვედეთი, ავსტრია, ნორვეგია. 9-26 იანვარი

მთავარი რაუნდი. 1 ჯგუფი. ვენა, ავსტრია, 18 იანვარი

ბელარუსი - ჩეხეთი 28-25

ვაილუპაუ 6 - ზდრაჰალა 7

ესპანეთი - ავსტრია 30-26

მაკედა 6 - ბოზოვიჩი 5

ხორვატია - გერმანია 25-24

კარაჩიჩი 7, დუვნიაკი 5 - კასტენინგი 4, გენსჰაიმერი 4, ვებერი 4, ვოლფი 13/38

--------------------თ---მ---ფ---წ-------ბ------ქ

ესპანეთი-------3---3---0---0----94-77---6

ხორვატია------3---3---0---0----83-70---6

გერმანია-------3---1---0---2----81-81---2

ავსტრია--------3---1---0---2----81-86---2

ბელარუსი-----3---1---0---2----74-87---2

ჩეხეთი---------3---0---0---3----79-91---0

20 იანვარი. 19:00 ხორვატია - ჩეხეთი, 21:15 ბელარუსი - ესპანეთი, 23:30 ავსტრია - გერმანია

22 იანვარი. 19:00 ხორვატია - ესპანეთი, 21:15 ბელარუსი - ავსტრია, 23:30 ჩეხეთი - გერმანია

1 ეტაპიდან. ხორვატია - ბელარუსი 31-23, ჩეხეთი - ავსტრია 29-32, ესპანეთი - გერმანია 33-26

16 იანვარი. ესპანეთი - ჩეხეთი 31-25, ხორვატია - ავსტრია 27-23, ბელარუსი - გერმანია 23-31

2 ჯგუფი. მალმიო, შვედეთი, 19 იანვარი.

17:00 პორტუგალია-ისლანდია (სილკ უნივერსალი)

19:15 სლოვენია-უნგრეთი (სილკ სპორტი)

21:30 ნორვეგია-შვედეთი (სილკ სპორტი)

--------------------თ---მ---ფ---წ-------ბ------ქ

ნორვეგია-------2---2---0---0----70-57---4

სლოვენია------2---2---0---0----51-46---4

პორტუგალია--2---1---0---1----63-59---2

უნგრეთი-------2---1---0---1----53-54---2

ისლანდია------2---0---0---2----45-54---0

შვედეთი-------2---0---0---2----44-56---0

21 იანვარი. 19:00 პორტუგალია-სლოვენია, 21:15 ნორვეგია-ისლანდია, 23:30 უნგრეთი-შვედეთი

22 იანვარი. 19:00 პორტუგალია-უნგრეთი, 21:15 ნორვეგია-სლოვენია, 23:30 ისლანდია-შვედეთი

1 ეტაპიდან: სლოვენია-შვედეთი 21-19, ნორვეგია-პორტუგალია 34-28, უნგრეთი-ისლანდია 24-18

17 იანვარი. სლოვენია-ისლანდია 30-27. ნორვეგია-უნგრეთი 36-29 პორტუგალია-შვედეთი 35-25

ფინალური ოთხეული. სტოკჰოლმი, შვედეთი

24 იანვარი. ნახევარფინალი

25 იანვარი. მატჩები მე-3 და მე-5 ადგილისთვის

26 იანვარი, ფინალი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112008