კალათბურთი

10:53 | 19.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერებმა იმარჯვეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თერთმეტი შეხვედრა გაიმართა.


"ლეიკერსმა" გასვლაზე "ჰიუსტონი" 124:115 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ლოს ანჯელესელებმა 32:17 მოიგეს. შეხვედრაში ყველაზე მეტი 35 ქულა რასელ უესტბრუკმა ჩააგდო. ჯეიმს ჰარდენს 14 ქულა ჰქონდა. ლებრონ ჯეიმსმა 31 ქულა და 12 პასი მიითვალა. "ლეიკერსი" 34 მოგებით და 8 წაგებით დასავლეთ კონფრენციაში პირველ ადგილზეა.
"მილოუკმა" გასვლაზე "ბრუკლინს" 117:97 აჯობა. ვისკონსინელები პირველი პერიოდის შუა ნაწილში დაწინაურდნენ, რის შემდეგაც ნიუ იორკელები მთელი მატჩი მდევრის როლში იყვნენ. იანის ადეტოკუმპომ 29 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. კაირი ირვინგს 17 ქულა ჰქონდა. "მილოუკი" 38 მოგებით და 6 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდრობს.
"კლიპერსმა" გასვლაზე " ნიუ ორლეანს" 133:130 აჯობა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო მეოთხედი ლოს ანჯელესელებმა უკეთ ჩაატარეს. კავაი ლეონარდმა 39 ქულა ჩააგდო. "კლიპერსი" 30 მოგებით და 13 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.


"ნიუ ორლეანი" - "კლიპერსი" 130:133 (35:33, 45:39, 30:30, 21:31)
https://www.youtube.com/watch?v=v3TMiTNImvs

"ბრუკლინი" - "მილოუკი" 97:117 (22:30, 20:27, 29:36, 26:24)
https://www.youtube.com/watch?v=THuY7NL3a3w

"ბოსტონი" - "ფინიქსი" 119"123 (20:26, 31:34, 25:27, 43:36)
https://www.youtube.com/watch?v=4xEL5JQ_2fg

"ატლანტა" - "დეტროიტი" 103:136 (29:36, 26:35, 21:32, 27:33)
https://www.youtube.com/watch?v=QkA9akbESzk

"ნიუ იორკი" - "ფილადელფია" 87:90 (25:28, 21:24, 23:18, 18:20)
https://www.youtube.com/watch?v=quGcL4Vrv-I

"ჩიკაგო" - "კლივლენდი" 118:116 (31:33, 25:40, 31:29, 31:14)
https://www.youtube.com/watch?v=IcQaKjulAdI

"მინესოტა" - "ტორონტო" 112:122 (39:32, 23:26, 22:31, 28:33)
https://www.youtube.com/watch?v=IcQaKjulAdI&t=3s

"გოლდენ სტეიტი" - "ორლანდო" 109:95 (28:25, 25:27, 29:19, 27:24)
https://www.youtube.com/watch?v=51ak2YhvHPE

"ჰიუსტონი" - "ლეიკერსი" 115:124 (34:27, 31:32, 17:32, 33:33)
https://www.youtube.com/watch?v=lbvcplHtf54

"ოკლაჰომა" - "პორტლენდი" 119:106 (32:24, 32:33, 23:20, 32:29)
https://www.youtube.com/watch?v=0E92t2lV8pA

"იუტა" - "საკრამენტო" 123:101 (38:22, 25:27, 32:28, 28:24)
https://www.youtube.com/watch?v=kawKSr4kXmA

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116675