„რეალი“ საუდის არაბეთიდან ტრიუმფით დაბრუნდა. თან ესპანეთის სუპერთასი ჩაიტანა მადრიდში. „სევილიასთან“ პირველი ტაიმიც ისე ჩაატარა, თითქოს სხვაგან არიანო. თანაც დაღლილები ჩანდნენ.
„სევილია“ უფრო ყოჩაღად გამოიყურებოდა. რამდენჯერმე კურტუას მოუწია ოსტატობის დემონსტრირება. გოლიც გაიტანა, რომელიც ვიდეოარბიტრმა გაუუქმა.
მეორე ტაიმში კი მინდორზე სხვა „რეალი“ ვიხილეთ. განსაკუთრებით კაზემირო გარდაისახა, ბრაზილიელმა ორი ლამაზი ბურთი გაიტანა და მატჩის გმირი გახდა. მის გოლებს შორის კი ერთი საპასუხო დე იონგმა შეაგდო.
ახლა „რეალმა“ „ბარსელონას“ სამი ქულით გაუსწრო და ერთპიროვნულად გალიდერდა. თუმცა „ბარსელონა“ ტურის თავის მატჩს კვირას გამართავს შინ „გრანადსთან.“
დღის გვიან შეხვედრაში მოულოდნელად დამარცხდა „ატლეტიკო.“ დიეგო სიმეონეს ბიჭებმა ვერაფერი მოუხერხეს „ეიბარს“ და ერთობ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს.
ახლა „ატლეტიკოს“ და „სევილიას“ 35-35 ქულა მოუგროვდათ და მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ, მეხუთეზე მყოფი „ხეტაფე“ მათ ორი პუნქტით ჩამორჩება.
ესპანეთი
პრიმერა. 20-ე ტური. 18 იანვარი.
რეალი - სევილია 2:1
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ.“ 72 512
1:0 კაზემირო (57), 1:1 დე იონგი (64), 2:1 კაზემირო (69)
რეალი: კურტუა, მარსელო (მენდი 71), მილიტაო, ვარანი, კარვახალი, კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, როდრიგო (ვინისიუსი 62), ვასკესი, იოვიჩი (ბენზემა 62)
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
სევილია: ვაცლიკი, რეგილონი, კარლოსი, კუნდე, ნავასი, გუდელი, ფერნანდო, ბანეგა (ლოპეში 80), მუნირი (ენ-ნესირი 67), დე იონგი, ვასკესი (ტორესი 75)
მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი
მსაჯი: ხუან მუნერა
გაფრთხილება: მოდრიჩი (37), კარვახალი (88), კაზემირო (88); ბანეგა (54)
ეიბარი - ატლეტიკო 2:0
ეიბარი. „მუნისიპალ დე იპურუა.“ 6 429
1:0 ბურგოსი (10), 2:0 ესპოზიტო (90)
ეიბარი: დმიტროვიჩი, ბიგასი, ბურგოსი, ანხელი, ტეხერო, ალვარესი, ესპოზიტო, ინუი, ორელიანა (დე ბლაზისი 80), ლეონი (კრისტოფორო 74), ენრიჰი (შარლესი 87)
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
ატლეტიკო: ობლაკი, სავიჩი, ფელიპე, არიასი, ტომასი, ერერა (ლოდი 73), საული, კორეა, ვიტოლო, ფელიში, მორატა
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
მსაჯი: ხილ მანსანო
გაფრთხილება: ბურგოსი (62); საული (59)
ლევანტე - ალავესი 0:1
0:1 ვიდალი (64)
ოსასუნა - ვალიადოლიდი 0:0