სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

23:52 | 18.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდმა გერმანიის დაპყრობა დაიწყო

გერმანიის ბუნდესლიგამ ეკვატორი გადალახა და მეორე წრემ სტარტი ჯერ კიდევ გუშინ, გელზენკირხენში, „შალკესა“ და „გლადბახის“ მატჩით აიღო, რომელიც მასპინძლებმა დამაჯერებლად, 2:0 მოიგეს.

დღეს კი, ორი მთავარი ამბავი მოხდა - ზამთრის ჩემპიონმა „ლაიფციგმა“ მორიგი გამარჯვება იზეიმა, ხოლო ერლინგ ჰოლანდს ბუნდესლიგაში საოცნებო დებიუტი ჰქონდა.

„ლაიფციგი“ „უნიონ ბერლინთან“ პირველი ტაიმის შემდეგ აგებდა, მაგრამ იულიან ნაგელსმანის გუნდმა მეორე ნახევარში გამოფხიზლება მოახერხა და მეტოქე უშანსოდ დატოვა - 3:1. შედეგად, „ლაიფციგმა“ „გლადბახთან“ უპირატესობა უკვე ხუთ ქულამდე გაზარდა და ახალი წელი დიდებულ ხასიათზე დაიწყო.

საოცრებები ხდებოდა აუგსბურგში, სადაც ნიდერლეხნერის გოლით მასპინძლებმა „დორტმუნდს“ ტაიმი მოუგეს. მეორე ტაიმის საწყის ათ წუთში „დორტმუნდმა“ გოლი გაიტანა, მაგრამ კიდევ ორი გაუშვა და მოკლედ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა - 1:3.

სწორედ ამ დროს ლუსიენ ფავრმა საქმეში 20 წლის ერლინგ ჰოლანდი ჩართო, რომელიც „დორტმუნდს“ სამი კვირის წინ შეუერთდა. ნორვეგილს 183 წამი დასჭირდა, რომ სადებიუტო გოლი გაეტანა, მერე ჯეიდონ სანჩომ გაათანაბრა, ხოლო 70-ე წუთზე ერლინგმა დუბლი გაიფორმა და ყველაფერი დატრიალდა - 3:4.

ჰოლანდი ამაზეც არ გაჩერებულა და ჰეთ-თრიქიც შეასრულა. ამის გაკეთება მან 22 წუთში მოახერხა. დიახ, შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ ჰოლანდმა ბუნდესლიგაში ნათამაშებ საწყის 22 წუთში სამი გოლი გაიტანა. ნებისმიერი, აბსოლუტურად ნებისმიერი კატეგორიის ფეხბურთელი მოაწერდა ხელს ასეთ დასაწყისს. ჰოლანდის სახით „ყვითლებმა“ ნამდვილი ბრილიანტი ჩაიგდეს ხელში და ასე თუ გააგრძეელებს, უმაღლეს მწვერვალებსაც ალბათ მალე დაიპყრობს.

„კიოლნი“ – „ვოლფსბურგი“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 კორდობა (22), 2:0 კორდობა (45), 3:0 ჰექტორი (62), 3:1 სტეფენი (66)

„მაინცი“ – „ფრაიბურგი“ 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 ჩანგ-ჰონი (28), 0:2 პეტერსენი (41), 1:2 მატეტა (82)

„აუგსბურგი“ – „დორტმუნდი“ 3:5 (1:0)

გოლები: 1:0 ნიდერლეხნერი (34), 2:0 რიჩტერი (46), 2:1 ბრანდტი (49), 3:1 ნიდერლეხნერი (55),3:2 ჰოლანდი (59), 3:3 სანჩო (61), 3:4 ჰოლანდი (70), 3:5 ჰოლანდი (79)

„დიუსელდორფი“ – „ვერდერი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 კასტენმაიერი (67, ა.გ)

„ჰოფენჰაიმი“ – „აინტრახტი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 დოსტი (18), 1:1 სტაფილიდისი (48), 1:2 ჩანდლერი (62)

„ლაიფციგი“ – „უნიონი“ 3:1 (0:1)

გოლები: 0:1 ბუტლერი (10), 1:1 ვერნერი (51), 2:1 ზაბიცერი (57), 3:1 ვერნერი (83)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.140971