ფეხბურთი

22:16 | 18.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ კულიბალის წელიწადში 12 მილიონ ევროს სთავაზობს

სენეგალის ეროვნული ნაკრების და "ნაპოლის" მცველმა კალიდუ კულიბალიმ შესაძლოა კარიერა "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელოს. როგორც Footmercato იუწყება, პარიზელები მზად არიან ფეხბურთელს წელიწადში 12 მილიონი ევრო გადაუხადონ.

კალიდუმ ნეაპოლელებთან ახალი კონტრაქტი 2018 წლის სექტემბერში გააფორმა და წელიწადში 3.5 მილიონ ევროს იღებს. ფრანგულმა კლუბმა წინადადება წინა წელსაც შესთავაზა კალიდუს თუმცა უარი მიიღო. ფეხბურთელისადმი ინტერესს "რეალიც" იჩენს.

კულიბალი "ნაპოლიმ" "გენკიდან" 2014 წელს დაიმატა. მას შემდეგ სენეგალელმა 232 მატჩი ჩაატარა და ათი გოლი გაიტანა. აფრიკელის სატრანსფერო ღირებულება 75 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129255