ფეხბურთი

20:20 | 18.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

სასიამოვნო სტუმარი მინდორზე (+VIDEO)

მექსიკური „ატლეტიკო სან ლუისის“ ნახევარმცველი ხერმან ბერტერამე საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. ადგილობრივი ჩემპიონატის მატჩში „ატლეტიკო“ „კრუს ასულს“ ხვდებოდა და 27-ე წუთზე მოედანზე ძაღლი გამოჩნდა.

ბერტერამემ თამაში შეწყვიტა, ძაღლი ხელში აიყვანა და მოედნის დატოვებაში თბილი ჟესტით დაეხმარა.

არგენტინელს სიკეთე დაუფასდა და 76-ე წუთზე გამარჯვების გოლიც გაიტანა, რითაც საკუთარ გუნდს 2:1 მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112995