სხვა

18:45 | 18.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი: საქართველო მერვედფინალშია!

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დაასრულა. D ჯგუფის ბოლო ტურში რევაზ ჩომახიძის გუნდი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ იტალიას დაუპირისპირდა და რა გასაკვირია, რომ ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

აპენინელებმა ოთხივე პერიოდი მოიგეს, მათ შორის, დასკვნითი მეოთხედი 6:0 და ბუნებრივია, დიდი სხვაობით, 18:6 იმარჯვეს. ჩვენი გუნდიდან გიორგი მაგრაქველიძე გამოირჩა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 1 მოგებით და 2 წაგებით მესამე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გავიდა, სადაც 20 იანვარს ან რუსეთს შეხვდება, ან ჰოლანდია. რუსეთთან თამაშის შანსი გაცილებით დიდია, რადგან ჰოლანდია სერბეთს ხვდება და ჩვენთან შესახვედრად დღეს უძლიერეს მეტოქესთან არწაგება სჭირდება, რისი ალბათობაც, საკმაოდ მცირეა.

ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ დასახული პროგრამა მინიმუმი შეასრულა და საუკეთესო 12 გუნდში მოხვდა. თუ მერვედფინალში გამარჯვებასაც მოახერხებს, მაშინ საერთოდაც ევროპის 8 გუნდში მოხვდება. ამას ორ დღეში გავიგებთ.

იტალია - საქართველო 18:6 (4:1, 3:2, 5:3, 6:0)

გოლები: 1:0 ეჩენიკე (05:23), 1:1 მაგრაქველიძე (04:59), 2:1 დი ფულვიო (01:49), 3:1 ლონგო (01:22), 4:1 რენცუტო (00:19), 5:1 ლონგო (07:23), 5:1 ბითაძე (07:04), 5:3 მაგრაქველიძე (04:00), 6:3 ბოდეგასი (01:37), 7:3 ეჩენიკე (00:16), 7:4 ჯახაია (06:27), 8:4 ფილიოლი (05:37), 8:5 რურუა (04:54), 9:5 ბოდეგასი (04:30), 10:5 ფონდელი (01:33), 11:5 რენცუტო (00:52), 11:6 ცრეპულია (00:38), 12:6 რენცუტო (00:08), 13:6 ფილიოლი (06:47), 14:6 აიკარდი (05:50), 15:6 ველოტო (04:27), 16:6 აიკარდი (03:33), 17:6 ბოდეგასი (00:41), 18:6 ლონგო (00:07)

იტალია: დე ლუნგო, დი ფულვიო, ლონგო, ფილიოლი, ფონდელი, ველოტო, რენცუტო, ეჩენიკე, ფიგარი, ბოდეგასი, აიკარდი, ნიკოსია

საქართველო: შუბლაძე, ქავთარაძე, ცრეპულია, იმნაიშვილი, ბითაძე, ელაჩა, ჯახაია, ბაღათურია, რურუა, მაგრაქველიძე, ბარალდი, ვაპენსკი, რაზმაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112266