კატალონიის „ბარსელონამ“ და ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ. As-ის ცნობით, მხარეებმა მოლაპარაკებები ივა რაკიტიკიჩისა და ფედერიკო ბერნარდესკის ბარტერზე დაიწყეს.
აღსანიშნავია, რომ ეს ბარტერი გასულ ზაფხულსაც აქტუალური იყო, მაგრამ მაშინ გუნდები ვერ შეთანხმდნდნენ გარიგება არ შედგა. ამ ეტაპზე კი ყველაფერი თავიდან დაწყო, დეტალები უცნობია.
ბერნარდესკის „იუვეში“, ხოლო რაკიტიჩს „ბარსაში“ სათამაშო დრო მკვეთრად შეზღუდული აქვთ.
ხორვატი „ბარსელონას“ ღირსებას 2014 წლიდან იცავდა და 287 შეხვედრაში 35 გოლი აქვს გატანილი, რაც შეეხება ბერნარდესკის, „იუვენტუსშ“ 2018 წელს გადავიდა და 89 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი.