აფრიკის ეროვნებათა თასი გათამაშება კვლავ ზამთარში გაიმართება. როგორც აფრიკის კონფედერაცია იტყობინება, 2021 წლის გათამაშება 9 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით კამერუნში გაიმართება.
ეს კი, ბევრი ევროპული გუნდისთვის იუღებელი გრაფიკია, რადგან სეზონის მიმდინარეობისას, ფეხბურთელების ერთი თვით მოსაკლისება უწევთ. მაგალითად, იურგენ კლოპმა ამ გადაწყვეტილებას კატასტროფა უწოდა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის აფრიკის თასის ტურნირი ივნის-ივლისში გაიმართა (ეგვიპტეში), მაგრამ 2021 წელს ეს შეუძლებელია, რადგან ზაფხულში მსოფლიოს საკლუბო ჩეპიონატი უნდა გაიმართოს, ახალი ფორმატით პირველად, თანაც, გათვალისწინებული იქნა მეტეოროლოგიური პირობებიც მასპინძელ ქვეყანაში - კამერუნში.
აქვე შეგახსენებთ, რომ აფრიკის თასის მოქმედი მფლობელი ალჟირის ნაკრები გახლავთ.