თამაშგარე

10:41 | 17.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

კინსი ვოლანსკის უცნაური სიურპრიზი

ფეხბურთის მოყვარულთ ალბათ ძალიან კარგად გახსოვთ ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლის ფინალურ მატჩი, რომელშიც ინგლისურმა "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" 2:0 დაამარცხა. თუმცა ამ მატჩის პირველი ტაიმის საუკეთესო ეპიზოდი მაინც ერთობ სექსუალური ლამაზმანის მოედანზე შევარდნა იყო.

ვისაც აღარ გახსოვთ შეგახსენებთ, რომ ეს თითქმის ბოლომდე ტიტლიკანად წარმოდგენილი უცნაური, თუმცა ნამეტნავად გემრიელი ქალბატონი კინსი ვოლანსკი იყო, რომელიც წარმოშობით რუსია და სამოდელო სფეროში მოღვაწეობს. მისი მეგობარი მამაკაცი კი ვიტალი ზდოროვეცკი გახლავთ.

ამ ცოტა ხნის წინ, ქალბატონი ვოლანსკი კიდევ ერთხელ გახდა ბულვარული მედიის ყურადღების საგანი, რომელმაც განაცხადა, რომ იგი წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვისაც აპირებს ერთგვარი სიურპრიზის შემოთავაზებას და ჯერ არ ამხელს თუ ეს სიურპრიზი რა შეიძლება იყოს. სიგიჟის მეტი რა უნდა ქნას? ეს ქალი სტადიონზე გარმონს რომ არ დაუკრავს - ცხადია...

0.186226