ფეხბურთი

11:07 | 17.01.2020 | ნანახია 0 - ჯერ

დემბა ბა: "ოქროს ბურთს" მესიზე მეტად მანე იმსახურებდა"

თურქული „ბაშაკშეჰირის“ თავდამსხმელი დემბა ბა მიიჩნევს, რომ „ოქროს ბურთს“ ლიონელ მესიზე მეტად სადიო მანე იმსახურება. სენეგალელი ფეხბურთელის განცხადებით, მის თანამემამულეს წარმოუდგენელი სეზონი ჰქონდა.

„დღეს ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ სტატისტიკაზე. დარწმუნებული ვარ, რომ სადიოს ჰქონდა ინდივიდუალური გუნდური სტატისტიკა ისეთი, რომ „ოქროს ბურთი“ მოეგო. ყოველთვის ვამბობ, რომ მანეს სტატისტიკა მესისთვის რომ გაგვეცვალა, გამარჯვებას მაინც მესი მოიპოვებდა, თუნდაც ნაკლები გოლით.

მანემ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი მოიგო, პრემიერლიგაში საოცარი სეზონი ჰქონდა, ყოველთვის გადამწყვეტ გოლებს იტანდა და არამხოლოდ ეს. დაუჯერებელია. დარწმუნებული ვარ, მესიზე მეტად იმსახურებდა „ოქროს ბურთს“. ბევრ ფეხბურთელთან ვსაუბრობ და ამას ყველა აღიარებს. რა თქმა უნდა, როგორც ფეხბურთელი მესი უკეთესია, ეს ყველამ იცის, მაგრამ 2019 წელი სადიოს უკეთესი ჰქონდა“, - თქვა დემბა ბამ.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთი“ მესიმ კარიერაში მეექსვედ მოიგო, ხოლო მანე მეოთხე ადგილზე გავიდა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:49 | 28.03.2018
ogafa (10220)

საწყენია მეგონა გავედით

21:58 | 28.03.2018
Buratino (3505)

სამწუხაროა მაგრამ ფაქტია. როგორც ჩანს, ნემსაძეს უწია ნიკა ქუთათელაძის (არმიწვევის) ცოდვამ

20:25 | 28.03.2018
პანტელეიმონი (4347)

მართლაც სამწუხაროა, მაგრამ ყველაფერი წინ გაქვთ ბიჭებო ! ! !

20:01 | 28.03.2018
BEERTRANCE (97819)

დასანანია.

19:48 | 28.03.2018
centurioni (447)

ირლანდიასთან 2-0 წააგეს

19:24 | 28.03.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

საწყენია მარა ამით არაფერი არ მთავრდება. დიდი შრომა ყველას დაუფასდება. მომავალი თქვენა.

0.064616