ჩოგბურთი

0:42 | 17.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის პირველი მეტოქე ავსტრალიის ღია პირველობაზე ცნობილია

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია. 20 იანვარს, 1/64 ფინალში საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი სამხრეთ კორეელ ვუნ კვონ სონს დაუპირისპირდება.

აზიელი ATP-ს რეიტინგში 83-ე ნომერია და აქამდე ბასილაშვილს მასთან არასდროს უთამაშია. შედეგად, მათი ურთიერთშეხვედრების ისტორიის ათვლა ამ მატჩიდან დაიწყება.

გამარჯვების შემთხვევაში ნიკოლოზო მეორე წრეში ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსა და კვალიფიკაციის გამარჯვებულს შორის საუკეთესოს შეხვდება. აქვე ისიც ვთქვათ, რომ განთესილ ჩოგბურთელთაგან ბასილაშვილის პირველი მეტოქე შესაძლოა ალექსანდრ ზვერევი იყოს, რადგან თუ ორივე საწყის ორ წრეს დაძლევს, ერთმანეთს 1/16 ფინალში დაუპირისპირდებიან.

შარშან ავსტრალიის ღია პირველობაზე ქართველმა სწორედ 1/16 ფინალამდე მიაღწია, სადაც ბერძენ სტეფანოს ციციპასთან მარცხი განიცადა.

0.113144