ფეხბურთი

22:37 | 16.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო კარიერაში საუკეთესო მწვრთნელზე, მესიზე, "ბარსელონაზე" და "მილანზე"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ კარიერის საუკეთესო პერიოდი გაიხსენა. „გაუჩომ“ „ბარსელონაში“, „მილანში“ გატარებულ პერიოდზე ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

„მე „ბარსელონას“ ისტორია შევცვალე? არა, ეს იყო მოთამაშეთა ჯგუფი, რომლებმაც შესანიშნავი დრო გაატარეს. საოცარი დრო იყო, პირველი დღიდან ბოლო მომენტამდე. ყველაფერი განსაკუთრებული გახლდათ. როდესაც ჩავედი, სტადიონზე ათასობით ადამიანი მელოდა. რაიკაარდი? დიდებული მწვრთნელი, საუკეთესო, რომელთანაც ოდესმე მიმუშავია. ყველაფერი იცოდა, რადგან უმაღლეს დონეზე ჰქონდა ფეხბურთი ნათამაშები. ის განსაკუთრებულად და პირდაპირ მესაუბრებოდა, ტაქტიკური მოთხოვნილებების მიუხედავად, მოედანზე დიდ თავისუფლებას მაძლევდა.

მესი? მახსოვს, როდესაც „ბარსელონაში“ ჩავედი, უკვე საუბრობდნენ ბავშვზე, რომელიც ყველასგან გამოირჩეოდა. შემდეგ ერთად დავიწყეთ თამაში და მეგობრები გავხდით. სასიამოვნოა ვინმეს პირველი ნაბიჯების ნახვა, როდესაც შემდეგ მსოფლიოს იპყრობს. ერთად ბევრი რამ ვისწავლეთ, მან ესპანური ენა მასწავლა, მე პორტუგალიურ ენას ვასწავლიდი. ლიონელი ძალიან მშვიდი ადამიანია, ყოველთვის ოჯახთან ერთად დაუახლოეს ადამიანებთანაა. ჩემს თვისებებს თუ მივცემდი? ეს არ სჭირდება, ყველაფერი აქვს.

„მილანი“? ბრწყინვალე გუნდი იყო, ჩვენ გვყავდა კაკა, პირლო, ბექჰემი, ზეედორფი, იბრაჰიმოვიჩი, ტიაგო სილვა, გატუზო, მალდინი. ფაქტობრივად მსოფლიოს საუკეთესო შემადგენლობა“, - თქვა რონალდინიომ.

0.115972