ბრაზილიის 17-წლამდელთა ნაკრების და "კურიტიბას" მცველმა იან კოუტუმ შესაძლოა კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს. როგორც Globo Esporte იუწყება, სამხრეთამერიკული და ესპანური კლუბები მოლაპარაკებას აწარმოებენ და ტრანსფერი შესაძლოა 5 მილიონ ევროს სანაცვლოდ განხორციელდეს.
მოლაპარაკების მიმდინარეობა ბრაზილიური კლუბის პრეზიდენტმა უკვე დაადასტურა. ჯერჯერობით უცნობია ზამთარში განხორციელდება ტრანსფერი თუ ზაფხულში. კოუტუ "კურიტიბას" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს და ბრაზილიის 17-წლამდელთა ნაკრებში 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული. იანი 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონია.