საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“ თურქეთის ქალაქ ლარაში შეკრებაზე გაემზგავრა. დედაქალაქური გუნდის ვებგვერდის ცნობით, შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები იმყოფებიან:
მეკარეები: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ლუკა კუტალაძე
მცველები: ნოდარ იაშვილი, დავით კობოური, ნიკა სანდოხაძე, გიორგი ქიმაძე, თორნიკე ჯანგიძე, ლაშა აწყურელი, სანდრო კალანდაძე
ნახევარმცველები: ნიკა ნინუა, გიორგი პაპავა, ბაქარ ქარდავა, გიორგი კუცი, გიორგი კუხიანიძე, გიორგი ზარია, გიორგი მოისწრაფიშვილი, ნოდარ ქავთარაძე, ანზორ მექვაბიშვილი
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე, თორნიკე კაპანაძე, ირაკლი ბუღრიძე, თორნიკე ახვლედიანი და დავით მუჯირი (ორივე სინჯებზე).
არფან დაფე გუნდს ორ დღეში შეუერთდება, კვამე კარიკარი ტრავმირებულია, ხოლო ოლექსანდრ კაპლიენკომ გუნდი დატოვა.
შეგახსენებთ, „დინამო“ თურქეთში ოთხ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს „ვოლუნტარის“, „ბოტევის“, „არდასა“ და კრაკოვის „ვისლას“ წინააღმდეგ.