ფეხბურთი

18:22 | 16.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ექიმი: "ძანიოლოს ოთხ თვეში ფეხზე დავაყენებ, ევროპის ჩემპიონატზე თამაში მასზეა დამოკიდებული"

იტალიური „რომას“ ნიჭიერმა ნახევარმცველმა ნიკოლო ძანიოლომ რამდენიმე დღის წინ მძიმე ტრავმა მიიღო და მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. წინასწარი ცნობებით, 20 წლის შემტევს ევრო 2020 უნდა გაუცდეს, თუმცა, ექიმი პიერპაოლო მარიანი, რომელიც მის ოპერაციას ხელმძღვანელობდა, დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს.

„ჩემი პროტოკოლით აღდგენის დრო ოთხი თვეა. შემდეგ უკვე „რომას“ ხელმძღვანელობაზე იქნება ყველაფერი დაკისრებული და თავად ძანიოლოზე, რამდენად კარგად წარმართავს თავის სხეულს.

ტოტის ტრავმა 2006 წელს? მაშინ მან ყველაფერიო ირონიიული დამოკიდებულებით მიიღო. ძანიოლოს არ აქვს ასეთი იუმორის გრძნობა, მაგრმა სიმამაცე გამოავლინა და უკვე მეორე დღეს მითხრა, ექიმო მზად ვარ. ის მოუთმენლად ელოდა ოპერაციას“, - თქვა მარიანიმ.

აქვე გეტყვით, რომ 2006 წლის თებერვალში ტერფის მძიმე ტრავმა ფრანჩესკო ტოტიმ მიიღო და მუნდიალზე ვერ უნდა ეთამაშა. მას ოპერაცია სწორედ პროფესორმა მარიანიმ გაუკეთა და ტოტიმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც ოქროს მედალიც მოიპოვა.

0.113413