ფეხბურთი

17:44 | 16.01.2020 | ნანახია NaN - ჯერ

ოფიციალურად: 12 წლის შემდეგ "ჩიხურა" სოსო ფრუიძემ დატოვა

საჩხერის „ჩიხურას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი სოსო ფრუიძემ დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია იმერული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ფრუიძე „ჩიხურაში“ 2007 წლიდან უწყვეტად მუშაობდა და ალბათ დაგვეთანხმებით, რომ არამარტო ქართულ, ზოგადად ფეხბურთში 12 წელი ერთი გუნდის თავკაცის რანგში საკმაო იშვიათობაა. ამ პერიოდში ფრუიძის ხელმძღვანელობით „ჩიხურამ“ არაერთ წარმატებას მიაღწია და ევროტურნირებზეც მეტ-ნაკლებად კარგად ასპარეზობდა. საქართველოს ჩემპიონატში კი, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მეხუთე ადგილი იყო.

"საჩხერის "ჩიხურაში" გავატარე ძალიან შინაარსიანი და საინტერესო 12 წელი, ჩვენ ერთად შევძელით უამრავი სიხარული და წარმატება მოგვეტანა საჩხერისათვის, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მწვრთნელს, სამედიცინო შტაბს, კლუბის პერსონალს, ჩიხურას გულშემატკივარს, განსაკუთრებული მადლობა - კლუბის ხელმძღვანელობას გამოცხადებული ნდობისათვის და ყველას ვისთან ერთადაც მომიწია ამ ხნის განმავლობაში მუშაობა. ამ ეტაპზე ვაპირებ გარკვეული დრო დავისვენო და ასპარეზი დავუთმო ადგილობრივ ძალიან ნიჭიერ მწვრთნელთა შემადგენლობას!წარმატებები საჩხერის ,,ჩიხურას“! - განაცხადა გამოცდილმა სპეციალისტმა.

ფრუიძემ „ჩიხურას“ თითოჯერ საქართველოს თასი (2017) და სუპერთასი (2013) მოაგებინა, ამასთან თასის ფინალში სამჯერ გაიყვანა, ხოლო ერთხელ საჩხერლები ქვეყნის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.

ამიერიდან „ჩიხურას“ ვახტანგ თურმანიძე გაწვრთნის, ხოლო ფრუიძემ სამწვრთნელო კარიერაში პაუზა აიღო.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:59 | 13.12.2018
ალექსანდრე (6188)

რინერი 1350 ქულით 33-ე ადგილზეა. 2018 წელს არ უასპარეზია, ხოლო 2017 წელს მსოფლიოს მოგებისათვის მიღებული 2000 ქულა გაუნახევრდა და პლუს 2017წლის ზაგრების გრანპრის ასევე 700 ქულა გაიყო 2-ზე და აქვს ჯამურად 1350 ქულა.

17:05 | 13.12.2018
jerar-toria-liverpool (112)

ტედი რინერი მოკვდავი ადამიანი არაა,ის ღმერთია და რეიტინგში რა აზრი აქ გამოაქვეყნო,ისედაც ყველამ იცის რო ის არაამქვეყნიურია და თუშიშვილმა რაც წინააღმდეგობა გაუწია ეს მოგების ტოლფასი იყო ჩემთვის

22:57 | 12.12.2018
გორდა (159)

გურამ, სანამ რინერს არ გააგორებ არ/ვერ ჩაითვლება ნომერ პირველად.
შეგიძლიათ ეგ გააკეთო, მაგრამ კარგი მწვრთნელი და მტკიცე სპორტული რეჟიმი გჭირდება.

17:52 | 12.12.2018
Somelio (806)

ტედი რინერი?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06372