ლონდონის „არსენალის“ ნიჭიერ ფორვარდ გაბრიელ მარტინელის ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, რომელიც ქვეყნის ღირსებას დაიცავს. 18 წლის ფეხბურთელი ბრაზილიელია, მაგრამ იტალიის მოქალაქეობაც აქვს და ვინაიდან, ჯერ „სელესაოში“ არ უთამაშია, არაა გამორიცხული „სკუადრა აძურას“ რიგებში გაისარჯოს.
ინფორმაციას თავად გაბრიელიც ადასტურებს, რომელმაც განაცხადა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.
„მე ბრაზილიელი ვარ და ჩემი ოცნება რა თქმა უნდა, ბრაზილიის ნაკრებში თამაშია. თუმცა, შემიძლია იტალიის ნაკრებშიც თამაში და ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. ბრაზილიიდან არანაირი ზარი გამოძახებაზე არ მიმიღია“, - განაცხადა მარტინელიმ.
18 წლის ფეხბურთელი „არსენალის“ პირველ გუნდში მიმდინარე სეზონში გამოჩნდა და პრემიერლიგაში 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ინგლისის ლიგის თასზე 2 თამაშში თავი ოთხჯერ გამოიჩინა, ხოლო ევროპა ლიგაზე მისი მონაგარი 5 მატჩი და 3 გოლია. შედეგად, მთლიანობაში „მეთოფეთა“ მაისურით 19 თამაშში 8 გოლი აქვს გატანილი (ერთი შეხვედრა ინგლისის ასოციაციის თასზე ჩაატარა).