ფეხბურთი

13:50 | 16.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაშფორდმა, შესაძლოა, „ლივერპულთან“ მატჩი გამოტოვოს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ულე-გუნარ სულშერმა, ასოციაციის თასზე „ვულვზთან“ გადათამაშების შემდეგ (1:0), ჟურნალისტებს საკუთარი აზრი გაუზიარა და დაშავებული მარკუს რაშფორდის შესახებ ესაუბრა.

„მატჩის ბოლოსთვის არცერთ გუნდს შერჩა ძალა. მიხარია, რომ საბოლოოდ დავამარცხეთ „ვულვერჰემპტონი.“ მატამ თავისი ოსტატობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

რაშფორდს თამაშის საშუალება მივეცით (შეცვლაზე შევიდა), მაგრამ ამან უარესი შედეგი გამოიღო. ახლა მას გამოკვლევები უტარდება და ცოტა ხანში გვეცოდინება ტრავმის სირთულე. ვნახოთ, შეძლებს თუ არა 23-ე ტურში „ლივერპულის“ წინააღმდეგ თამაშს. მას წელის პრობლემა აქვს.“ - ციტირებს სულშერის სიტყვებს BBC.

„ლივერპულისა“ და „მანჩესტერის“ შეხვედრა კვირას, 19 იანვარს გაიმართება „ენფილდზე“ და თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

0.100475