სხვა

1:58 | 16.01.2020 | ნანახია NaN - ჯერ

გმირობის ტოლფასი ოქროს მედალი საქართველოსათვის!

შვეიცარიაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა. ინდივიდუალური გამოსვლების შემდეგ , კენჭისყრის საფუძველზე , შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 8 გუნდი დაკომპლექტდა: Courage, Determination, Discovery, Focus, Future, Hope, Motivation, Vision.

გუნდების ფორმირება მოხდა შემთხვევითი შერჩევით, ინერნაციონალური პრინციპის დაცვით. თითოეული გუნდი წარმოდგენილი იყო ოთხივე კატეგორიიდან სხვადასხვა ქვეყნის ორი მოციგურავითა და ორი წყვილით. გუნდებისათვის თანაბარი შანსების შესანარჩუნებლად ფორმირებისას გათვალისწინებული იყო ინდივიდუალურ გამოსვლებში მათი შედეგი. თანაბარი რეიტინგის 15 ქვეყნის 32 მოციგურავის მიერ შესრულდა მხოლოდ თავისუფალი პროგრამები.

საქართველოს ფიგურისტებთან ერთად ოლიმპიური ოქროს მედლები მიიღეს ესტონეთის, რუსეთის და იაპონიის სპორტსმენებმა. ესტონეთი ვაჟთა ერთეულებში იყო წარმოდგენილი, რუსეთი - გოგონათა ერთეულებში, იაპონია - ცეკვებში, საქართველო კი - წყვილებში.

8 გუნდის ექვსსაათიანი დაძაბული ასპარეზობა საქართველოსათვის ტრიუმფალური შედეგით დასრულდა, რადგან ლოზანის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი სპორტული წყვილი ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა გუნდური ასპარეზობის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

გუნდი "Courage", რომლის შემადგენლობაში ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავასთან ერთად გამოდიოდა მოცეკვავე წყვილი იაპონიიდან უტანა იოშიდა - შინგო ნიშიამა, ერთეულებში რუსი ქსენია სინიცინა და ესტონელი არლეტ ლევანდი , გუნდურ ასპარეზობაში ოლიმპიადის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

2020 წლის ზამთრის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში ქართველი სპორტსმენების მიერ მოპოვებული ოქროსა და ბრინჯაოს მედალი ეს ის ისტორიული მონაპოვარია, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის სასპორტო განვითარების ისტორიაში.

0.067149