ფეხბურთი

22:24 | 15.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუხაიამ "დინამო" დატოვა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“ გუჯა რუხაიამ დატოვა. დედაქალაქური გუნდის ვებგვერდის ცნობით, მხარეებს შორის კონტრაქტი ამოიწურა და თანამშრომლობა დაასრულეს.

"დინამო" მადლობას უხდის 32 წლის ფეხბურთელს გაწეული სამსახურისთვის და სამომავლო კარიერაში წარმატებებს უსურვებს.

რუხაია „დინამოს“ ღირსებას 2018 წლიდან იცავდა და ყველა ტურნირის ჩათვლით ჩატარებულ 66 შეხვედრაში თავის გამოჩენა ორჯერ მოახერხა.

0.124557