მადრიდის „რეალმა“ უკრაინელი მეკარე ანდრეი ლუნინი მესამედ გააანათხოვრა. 20 წლის კარის დარაჯი მიმდინარე სეზონის ბოლომდე სეგუნდა დივიზიონის აუტსაიდერ „რეალ ოვიედოს“ რიგებში ითამაშებს.
ლუნინი „რეალმა“ 2018 წელს „ზორიადან“ დაიმატა, მაგრამ „სამეფო კლუბში“ თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მისცემია.
ლუნინი ჯერ „ლეგანესში“, გასულ სეზონში კი, „ვალიადოლიდში“ იყო განათხოვრებული. აღსანიშნავია, რომ ანდრეიმ უკვე მოასწრო სამ სხვადასხვა „რეალში“ თამაში - „რეალ მადრიდი, „რეალ ვალიადოლიდი“ და ახლა „რეალ ოვიედო“.