იტალიურმა „ნაპოლიმ“ ვიგოს „სელტადან“ სტანისლავ ლობოტკა გაიფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ნეაპოლური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
იტალიელებმა ესპანელებს სლოვაკი ნახევარმცველის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადეს, რასაც სამომავლოდ ბონუსის სახით 4 მილიონი ევროც დაემატება.
25 წლის ლობოტკამ კარიერა მშობლიურ „ტრენჩინში“ დაიწყო, საიდანაც „აიაქსის“ ახალგაზრდულ გუნდში მოხვდა და შემდეგ დანიურ „ნორდშელანდში“. 2017 წლიდან „სელტას“ ღირსებას იცავდა და ვიგოელთა რიგებში 90 უგოლო მატჩი ჩაატარა. სლოვაკეთის ნაკრებში კი, 22 შეხვედრაში თავის სამჯერ გამოჩენა მოახერხა.