ფეხბურთი

17:08 | 15.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ედენ აზარი: "იტალიელ მწვრთნელებთან მუშაობა ჩემთვის არასასიამოვნოა"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ედენ აზარმა განაცხადა, რომ მისთვის იტალიელ მწვრთნელებთან მუშაობა არაკომფორტულია. ბელგიელის განცხადებით, იტალიელები ვარჯიშზე ბურთს დიდ ყურადღებას არ აქცევენ, რაც მას სიამოვნებას არ ანიჭებდა. „რეალში“ კი, ამ მხრივ ყველაფერი განსხვავებულადაა.

„რეალში“ ვარჯიშები ყოველთვის ბურთითაა, მოძრაობებზე ვმუშაობთ. როდესაც იტალიელ მწვრთნელებთან მუშაობ, ნაკლებად სასიამოვნო ვარჯიში. უფრო ფრაგმენტული და განმეორებითი სამუშაოებია, მაგრამ სიამოვნებას გამარჯვებით გრძნობ. მე სამი წელი ვიმუშავე იტალიელ მწვრთნელებთან, ამიტომ სიამოვნებას მხოლოდ თამაშების მოგების ვიღებდი“, - თქვა აზარმა.

შეგახსენებთ, რომ აზარს „ჩელსიში“ 2016-2018 წლებში ანტონიო კონტე, ხოლო 2018-2019 წლებში მაურიციო სარი ავარჯიშებდა.

0.119769