სხვა

13:13 | 15.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ენჰო დაამარცხა! (+VIDEO)

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ჰაცუ ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღეს მეორე გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინი მე-5 მაეგაშირა ენჰოს დაუპირისპირდა და მცირეცონოსანი მეტოქე ცურიდაშის ილეთით დაამარცხა.

ქართველმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, მავაშში ხელის ჩავლება მოახერხა და მეტოქე დოჰიოს მიღმა გადაიყვანა.

ეს აღნიშნული წყვილის პირველი დაპირისპირება იყო და ტოჩიმ ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი თავის სასარგებლოდ გახსნა. რაც შეეხება ენჰოს, მას წლის პირველ სუპერტურნირზე 2 მოგების საწინააღმდეგოდ 2 მარცხი აქვს.

ქართველი სუმოისტის მომავალი მეტოქე მე-5 მაეგაშირა მაისეი იქნება, რომელიც იანვრის ბაშოზე ზალიან ცუდ ფორმაშია და მიჯრით 4 მარცხი განიცადა. ტოჩისთან ურთიერთშეხვედრებში კი მას 2 მოგების წილ არცერთი მარცხი არ აქვს და ლევანს მოგება-წაგების ბალანსის შემცირების კარგი შანსი ექნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111282