ფეხბურთი

0:21 | 15.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" მზადება თბილისში დაიწყო (+VIDEO)

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ ახალი სეზონისთვის მზადება თბილისში დაიწყო. გია გეგუჩაძის გუნდი თურქეთში გამგზავრებამდე სწორედ დედაქალაქში მოემზადება და 20 იანვარს, ამხანაგურ მატჩს გორის „დილასთან“ გამართავს.

დღეს გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშეს ახალწვეულებმა მათე ცინცაძემ, ვაგნერ გონსალვეშმა და 17 წლის ბრაზილიელმა ჟულიო ვინისიუს დე ფონსეკა სოუზამ.

აქვე გეტყვით, რომ აჭარული გუნდი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველ ტურში 29 თებერვალს, თბილისის „მერანს“ უმასპინძლებს.

0.11378