ფეხბურთი

23:42 | 14.01.2020 | ნანახია 423 - ჯერ

"ინტერი" და "რომა" ფეხბურთელების ბარტერზე შეთანხმდნენ

მილანის „ინტერი“ და „რომა“ ფეხბურთელების ბარტერზე შეთანხმდნენ. Sky Sport-ის ინფორმაციით, ლეონარდო სპინაცოლა „რომადან“ „ინტერში“ გადავა, ხოლო მატეო პოლიტანო „ინტერიდან“ „რომაში“.

ფეხბურთელები ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, რის შემდგომაც კონტრაქტს გააფორმებენ. საუბარი არაა, საიჯარო ხელშეკრულებაზე, მოთმაშეები ახალ გუნდებს სრულფასოვანი კონტრაქტით შეუერთდებიან.

პოლიტანო ანტონიო კონტეს სქემაში, 3-5-2, ვერ ჯდება და „რომამ“ ნიკოლო ძანიოლოს შემცვლელად დაიმატა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მძიმედ დაშავდა და სეზონი დაასრულა.

რაც შეეხება სპინაცოლას, ის ფლანგის მოთამაშეა და კონტეს ტაქტიკისთვის იდეალური მოთამაშეა. „რომაში“ კი, ალექსანდრ კოლაროვთან კონკურენციას ვერ უძლებდა. ლეონარდო „ჯალოროსის“ გასულ ზაფხულს „იუვენტუსიდან“ შეუერთდა და მაშინაც ბარტერით, ლუკა პელეგრინის სანაცვლოდ.

პოლიტანოს მიმდინარე სეზონში 15 თამაში ჩაატარა და გოლი არ გაუტანია, ხოლო სპინაცოლას აქტივში 6 მატჩი და 1 გოლია.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:26 | 19.01.2021
welder (1068)

21 გოლი გაგეტანოს გიო მაგ იჯარის პერიოდში

23:53 | 18.01.2021
მაინინგი2021 (65)

უფასო ქლაუდ მაინინგი

0?'>https://elios.ltd/partner/raulito88':'>https://elios.ltd/partner/raulito88'))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064679
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
423