ფეხბურთი

19:37 | 14.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" მთავარი მწვრთნელი 17 წლის შემდეგ პირველად გაათავისუფლა

კატალონიის „ბარსელონადან“ ერნესტო ვალვერდე არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს. საინტერესოა, რომ კატალონურ გუნდში ცუდი შედეგების გამო მწვრთნელი ბოლოს 17 წლის წინ გაათავისუფლეს.

„ბარსელონადან“ ბოლო მწვრთნელი, რომელიც სეზონის მიმდინარეობისას შედეგების გამო დაითხოვეს, ლუის ვან გაალი იყო, 2002-2003 წლების სეზონში. რაც შეეხება ლიდერის პოზიციაზე მყოფი გუნდიდან თავკაცის დათხოვნას, ასეთი ფაქტი გუშინდლამდე 1991-1992 წლებში დაფიქსირდა, როდესაც „რეალიდან“ რადომირ ანტიჩი გაათავისუფლეს.

მანამდე, 1991 წლის თებერვალში კრუიფმა პოსტი ავადმყოფობის გამო დატოვა და კარლეს რექსაჩიმ შეცვალა, მაგრამ აპრილში ჰოლანდიელი სამსახურს დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, ვალვერდე კიკე სეტიენმა შეცვალა, რომელმაც „ბარსასთან“ კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

0.114834