კალათბურთი

22:14 | 14.01.2020 | ნანახია 581 - ჯერ

ნბა-ში დეროზანი და რიჩარდსონი გამოარჩიეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად აღმოსავლეთ კონფერენციაში "ფილადელფიას" უკანახაზელი ჯოშ რიჩარდსონი და დასავლეთში "სან ანტონიოს" ლიდერი დემარ დეროზანი აღიარეს.

გასულ კვირაში "სან ანტონიომ" 4-დან სამი შეხვედრა მოიგო. დეროზანი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 29.3 ქულას, 6.5 მოხსნას, 6 პასს და 1 ჩაჭრას აგროვებდა. რიჩარდსონი კი საშუალოდ ერთ მატჩში 22.7 ქულას, 2.3 მოხსნა და 3.7 პასს აკეთებდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.061742
581