ფეხბურთი

19:10 | 14.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის მესამე დივიზიონის გუნდის ფეხბურთელების რეაქცია თასზე "რეალთან" შეხვედრის შემდეგ (+VIDEO)

ესპანეთის თასის გათამაშებაში 1/16 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგად, გაირკვა, რომ მადრიდის „რეალი“ სეგუნდა B დივიზიონის ბინადარ „უნიონისტას დე სალამანკას“ შეხვდება.

წილისყრას „უნიონისტას“ ფეხბურთელებმა პირდაპირ ეთერში უყურეს და „სამეფო კლუბთან“ შეხვედრით ძალიანაც ბედნიერები დარჩნენ. სოციალური ქსელი აღნიშნულმა ვიდეომ აქტიურად მოიცა.

ზოგადად, ყველა წყვილი კი ასე გამოიყურება:

„იბიცია“ – „ბარსელონა“

„ლუგრონესი“ – „ვალენსია“

„ლეონესა“ – „ატლეტიკო“

„უნიონისტასი“ – „რეალი“

„ებრო“ – „ლეგანესი“

„ბადახოსი“ – „ეიბარი“

„ბადალონა“ – „გრანადა“

„რეკრეატივო“ – „ოსასუნა“

„რაიო ვალეკანო“ – „ბეტისი“

„მირანდესი“ – „სელტა“

„ტენერიფე“ – „ვალიადოლიდი“

„ჟირონა“ – „ვილიარეალი“

„ელჩე“ – „ბილბაო“

„ზარაგოსა“ – „მალიორკა“

„სევილია“ – „ლევანტე“

„სოსიედადი“ – „ესპანიოლი“

აქვე გეტყვით, რომ 1/16 ფინალური მატჩები 21, 22 და 23 იანვარს გაიმართება.

0.110919