ფეხბურთი

17:53 | 14.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი: "რონალდუსთან დაპირისპირება განსაკუთრებული იყო, ისტორიაში დარჩება"

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლიონელ მესი ლა ლიგის ვებგვერდს ესაუბრა და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუც გამოვიდა. მესი სხვადასხვა საკითხებს შეეხო, თუმცა ძირითადად საკუთარ თავზე და კარიერაზე ისაუბრა.

არგენტინელმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუსთან დაპირისპირება განსაკუთრებული იყო და „ელ კლასიკომ“ პორტუგალიელის გარეშე გარკვეული ხიბლი დაკარგა.

პაბლო მაფეო...

„მეტოქის მოტყუება ჩემთვის ძნელი არაა, მაგრამ უკვე იცით, რომ ცუდი მატჩებიც არსებობს.ყველაზე მეტად ვისი მოტყუება გამიჭირდა? არ მახსოვს, რეალურად... აჰ, პაბლო მაფეოს, რომელიც „ჟირონაში“ თამაშობდა. დიახ, ის იყო, ძალიან გამიძნელდ“.

უხეშობა - თამაშის ნაწილი

„უხეშობა და ფეხებში ჩარტყმა? ამაზე არასდროს მაქვს პრეტენზია, ვფიქრობ ფიზკური კონტაქტი და ჩარტყმა თამაშის შემადგენელი ნაწილია. უფრო მეტად მაშინ ვბრაზდები, როდესაც ცუდად ვთამაშობ. მაგრამ თუ ასე არაა, ეს პრობლემაც არაა, თამაშის ნაწილია და ცუდად არ ვიღებ“.

რონალდუს ნოსტალგია

„რონალდუსთან დაპირისპირება? ეს განსაკუთრებული დუელი იყო და ყოველთვის ასე დარჩება, რადგან წლების განმავლობაში გრძელდებოდა და ადვილი არაა ამის შენარჩუნება დიდი ხანი. გარდა ამისა, გუნდები, სადაც ჩვენ ვთამაშობდით, ძალიან მოთხოვნადი იყო, როგორც „რეალი“, ასევე „ბარსა“, ორი საუკეთესო გუნდია. ამდენი წლის განმავლობაში თანაბრად კონკურენციას უწევენ ერთმანეთს და მჯერა, რომ ეს სამუდამოდ ასე იქნება. ჩემსა და რონალდუს შორის სპორტული დუელი ძალიან ლამაზი იყო და ვფიქრობ, რომ ხალხიც ერთობოდა, სიამოვნებას იღებდა, როგორც მადრიდელები, ისე „ბარსას“ ქომაგები და ზოგადად, ფეხბურთის მოყვარულები. აშკარაა, რომ როდესაც რონალდუ „რეალში“ იყო, მატჩები უფრო განსაკუთრებული იყო. „რეალთან“ ყოველთვის ასეთი თამაშებია, მაგრამ კრიშტიანუსთან ერთად გაცილებით განსაკუთრებული იყო. მაგრამ ეს ეტაპი უკვე წარსულია, რომელიც გამოვიარეთ და ახლა წინ ვიყურებით“

ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი

„ვფიქრობ, ლა ლიგაში გოლების რეკორდი ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრს ნიშნავს. ამ ჩემპიონატში ბევრი არაჩვეულებრივი მოთამაშე ყოფილა, მსოფლიოში საუკეთესოა და ასეთი ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობა, განსაკუთრებულია. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო რეკორდია, რომელიც მე მეკუთვნის. ლა ლიგაში დიდი ხანია ვთამაშობ და არ ვიცი, სხვა თავდამსხმელებს ასე ხანგრძლივი პერიოდით უთამაშიათ თუ არა აქ, მაგრამ ეს ძალიან მეხმარება ბევრი გოლის გატანაში და ჩემთვის საპატიოა ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობა“.

გოლის გატანის პრობლემა საწყის წლებში

„დიახ, ახალგაზრდულ გუნდში ბევრ გოლს ვერ ვიტანდი, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ გამიჭირდა, როდესაც პირველ გუნდში დამაწინაურეს და პირველი წლები მქონდა დიდ ფეხბურთში. ძალიან მიძნელდებოდა გოლის გატანა, ვცდებოდი ან არ მიმართლებდა... მახსოვს ეტო’ომ მითხრა: „დღე, როდესაც გოლების გატანას დაიწყებ, დასასრული იქნება“... ეს, იმიტომ მითხრა, რომ მანამდე ბევრი შანსი მქონდა, მაგრამ გოლი ვერაფრით გამქონდა. ერთ დღესაც გავიხსენი და ბურთმა დაიწყო კარის ხაზის გადაკვეთა. ბავშვობაში ყოველთვის ვიტანდი გოლებს, როგორც არგენტინაში, ისე „ბარსელონას“ აკადემიაში. პირველ გუნდში კი, რამდენიმე წელი დამჭირდა და შემდეგ დავიწყე გატანა“.

ნაკლებად ორიენტირებული გოლზე

„ახლა გოლებზე ნაკლებად ვფიქრობ. მე უფრო სიღრმიდან დავიწყე თამაში და უფრო და უფრო ნაკლებად ვფიქრობ გოლებზე. ცხადია, მომწონს გატანა და შანსის გამოყენებას ვცდილობ, მაგრამ ყოველჯერზე მოედანზე გოლზე ნაკლებად ვარ კონცენტრირებული. გოლებით შეპრობილი არც არასდროს ვყოფილვარ. მესმის, რომ ამაზე საუბარი იქნება, როდესაც ხშირად გატანას შევწყვეტ, მაგრამ ეს თამაშის ნაწილია. უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვერგოთ მომენტებს, საკუთარ დროს და გავაგრძელოთ განვითარება. საუკეთესო უნდა ეძებო, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე გუნდისთვის“.

გამორჩეული გოლები

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ გოლებს უფრო მნიშვნელობით ვანიჭებ უპირატესობას, ვიდრე სილამაზით. ჩემპიონთა ლიგის ფინალებში „მანჩესტერთან“ გატანილი ორივე გოლი... ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „რეალთან“ გოლი სიამოვნებით გასახსენებლია, როგორ გოლი და ასევე თამაში, ეს იყო ნახევარფინალი „რეალის“ წინააღმდეგ“...

მარადონა გოლი ინგლისთან და მესის გოლი ესპანეთის თასზე 2007 წელს „ხეტაფესთან“

„დიახ, რა თქმა უნდა. ეს გოლი არ იყო ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც მარადონას, მაგრამ დინამიკაში ძალიან ჰგავდა იმას, რაც დიეგომ გააკეთა. თუმცა, მატჩების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ გოლებს ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ, თუმცა, მოედანზე მოქმედება მსგავსი გახლდათ“

0.112693