ფეხბურთი

17:21 | 14.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ახალწვეულები ტაჯიკური და სომხური გუნდებიდან: "საბურთალო" შეკრებაზე გაემგზავრა

საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი „საბურთალო“ თურქეთის ქალაქ სიდეში გაემგზავრა, სადაც შეკრებას გაივლის, მაგრამ ხსენებულ შეკრებაზე ამხანაგური მატჩები დაგეგმილი არაა.

თურქეთში გია ცეცაძის გუნდი 23 იანვრამდე დარჩება, შემდეგ თბილისში დაბრუნდება, ხოლო 1-14 თებერვალს უკვე ესპანეთში მოემზადება და სპარინგ მატჩებსაც იქ გამართავს. სიდეში კი, „საბურთალო“ 23 ფეხბურთელით გაემზგავრა.

როგორც თბილისური გუნდის ვებგვერდი წერს, გუნდს გურამ გოშთელიანი და ცოტნე ნადარაია „დილადან“ და „ტორპედოდან“ დაუბრუნდნენ, სადაც იჯარით ირჯებოდნენ. არის ორი ახალწვეულიც: სომხური „ლორიდან“ „საბურთალომ“ ლევან მაჭარაშვილი დაიმატა, ხოლო ტაჯიკეთის „ხუჯანდაადან“ მეკარე დავით კუპატაძე. გარდა ამისა, აკადემიიდან დააწინაურეს ბექა ხარაიშვილი.

სიდეში კი, გია ცეცაძის გუნდი შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

ლაზარე კუპატაძე, თორნიკე მეგრელიშვილი, დავით კუპატაძე, ბექა ქავთარაძე, იური ტაბატაძე, ლევან მაჭარაშვილი, ანრი ჭიჭინაძე, თედორე გრიგალაშვილი, ცოტნე ნადარაია, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, ბექა ხარაიშვილი, გიორგი გულიაშვილი, დაჩი ცნობილაძე, ნიკოლოზ მალი, გიორგი კოხრეიძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გურამ გოშთელიანი, სანდრო ალთუნაშვილი, ელვინ ტერა, ლევან კაკუბავა, ლევან ყენია, გიორგი გაბედავა.

თეგებისაბურთალო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112463