ფეხბურთი

16:55 | 14.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ დაიძრა: დეკემბრიდან პორტუგალიელი ყველაზე შედეგიანია

მიმდინარე სეზონი კრიშტიანუ რონალდუსთვის არც ისე წარმატებულად დაიწყო და ძველებურად შედეგიანად ვერ ირჯებოდა. პორტუგალიელს კრიტიკოსებიც მოუმრავლდნენ და ჩავლილ დროზეც დაიწყეს საუბარი.

თუმცა, ბოლო ხანს, 34 წლის შემტევი ჩვეულად ათამაშდა და მოედანს უგოლოდ პრაქტიკულად აღარ ტოვებს. Opta-ს ინფორმაციით, 1 დეკემბრიდან მოყოლებული დღემდე ტოპ ჩემპიონატებში (ლა ლიგა, პრემიერლიგა, ბუნდესლიგა, ლიგა 1, სერია A) კრიშტიანუმ ყველაზე მეტი გოლი გაიტანა - 9.

ასეთი შედეგი ხსენებულ მონაკვეთში არავის უჩვენებია. ამავე პერიოდში იყო ერთი ჰეთ-თრიქი და ერთი დუბლიც. მოკლედ, როგორც ჩანს და როგორც სჩვევია, რონალდუ სეზონის გარდამტეხ მომენტში ფორმის პიკში შედის.

დეკემბრიდან დღემდე ტოპ ჩემპიონატების საუკეთესო გოლეადორების ნუსხა კი ასეთია:

კრიშტიანუ რონალდუ - 9 გოლი

დენი ინგსი - 7

მარკუს რაშფორდი - 7

კილიან მბაპე - 6

პიერ-ემერიკ ობამეიანგი - 6

გაბრიელ ჟესუსი - 6

ნეიმარი - 6

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113477