ფეხბურთი

1:22 | 14.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ყარაბაღიდან" "მილანში"

იტალიურმა „მილანმა“ გამოცდილი ბოსნიელი მეკარე ასმირ ბეგოვიჩი დაიმატა და კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაუფორმა.

32 წლის მეკარე ინგლისური „ბორნმუთის“ საკუთრებაა, თუმცა მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი აზერბაიჯანულ „ყარაბაღში“ გაატარა.

თავის დროზე ბოსნიელს „პორტსმუთში“, „იფსვიჩში“, „სტოკში“ და „ჩელსიში“ უთამაშია, ხოლო ბოსნიის ნაკრებში 61 თამაში აქვს ჩატარებული. ბეგოვიჩი "მილანში" პეპე რეინას შეცვლის და ჯანლუიჯი დონარუმას დუბლიორი იქნება.

0.112929