ფეხბურთი

20:50 | 13.01.2020 | ნანახია 1178 - ჯერ

"მერანმა" სარდალიშვილი დაიმატა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალწვეულმა თბილისის „მერანმა“ მიშიკო სარდალიშვილი დაიმატა. 27 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარდალიშვილს კარიერის უმეტესი ნაწილი საჩხერის „ჩიხურაში“ აქვს გატარებული და გასულ სეზონში ჩატარებულ 34 თამაშში 8 გოლის გატანა და 8 საგოლე პასის შესრულება მოახერხა. გარდა ამისა, „გაგრაში“, „ზესტაფონსა“ და „ტორპედოში“ უთამაშია.

„მერანი“ ახალი სეზონისთვის აქტიურ მზადებას 15 იანვარს დაიწყებს და შეკრების პირველ ეტაპს თბილისში გაივლის.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:03 | 14.08.2015
a.reversi (9540)

ბევრი დაკარგა ვილიარეალმა და შევსება საჭირო იყო

18:16 | 13.08.2015
cvitni (519)

დეზერტირი სოლდადო...

0.128778
1178