ფეხბურთი

19:06 | 13.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "აგუერო საუკეთესო ცხრიანია? არა, საუკეთესო 11, 10, 9, 8, 7, 6, 5, 4 ნომერი მესია"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ჟურნალისტმა ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა სერხიო აგუეროს საუკეთესო 9 ნომრად (ცენტრფორვარდად). ესპანელმა სპეციალისტმა კი, საინტერესო პასუხი გასცა:

„საუკეთესო ლეო მესია. ის საუკეთესო 9 ნომერია, 10, 11, 7, 6, 5, 4... თუმცა, სერხიო ნამდვილად არის ერთ-ერთი საუკეთესო. ბევრჯერ მითქვამს, რომ ის მოკვდება გოლების გულისთვის“, - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ აგუერომ „ასტონ ვილასთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ტიერი ანრის გადაასწრო და ლეგიონერებში პრემიერლიგის ისტორიაში 177 გოლით საუკეთესო გოლეადორი გახდა.

0.113342