ფეხბურთი

22:20 | 4.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: “ატლეტიკოს თამაშით უკმაყოფილო არ ვარ”

მადრიდის “ატლეტიკოს” არგენტინელმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ “ვალენსიასთან” წაგებული შეხვედრის შემდეგ მისი გუნდის თამაშის შესახებ ისაუბრა. გეტყვით, რომ დღეს პრიმერადივიზიონის მორიგ შეხვედრაში მესტალიაზე “ვალენსიასთან” შეხვედრაში მადრიდული კლუბი 1:3 დამარცხდა.

“თამაში მასპინძლებმა კარგად დაიწყეს, მძლავრად შემოგვიტიეს, ხოლო ჩემმა ფეხბურთელებმა შეცდომები დაუშვეს, რამაც ვითარება გაგვირთულა. უპირატესობას “ვალენსია” დაეუფლა, თუმცა შემდგომ გამოვასწორეთ თამაშის ხარისხი. წაგების მიუხედავად, ჩემი გუნდის ფეხბურთელთა თამაშით უკმაყოფილო არ ვარ”, - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.

“არბიტრმა კარგად იმსაჯა. საკმაოდ რთულად დასანახი თერთმეტმეტრიანი შენიშნა და დადო. ვფიქრობ, ტეიშეირა ვიტიენესს მნიშვნელოვანი შეცდომა არ დაუშვია” – აღნიშნა სიმეონემ.

0.118413