ფეხბურთი

12:50 | 13.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

Mundo Deportivo: პოჩეტინო ვალვერდეს შეცვლის მთავარი კანდიდატია

კატალონიის „ბარსელონადან“ შესაძლოა დღეს ერნესტო ვალვერდე დაითხოვონ. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ესპანური გუნდის ხელმძღვანელები ხოსპე მარია ბართომეუს, ხავიერ ბორდასის, ოსკარ გრაუს, ერიკ აბიდალისა და რამონ პლანესის შემადგენლობით ვალვერდესთან შეხვედრას გამართავენ.

სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდება „ბარსას“ თავკაცის ბედი და დიდი შანსია, კლუბი დაუყოვნებლივ დაატოვებინონ.

ბოლო ხანს, „ბარსელონა“ მოლაპარაკებებს ჩავისთან აწარმოებდა, მაგრამ წყარო იტყობინება, რომ ახალგაზრდა სპეციალისტს მშობლიურ გუნდში დაბრუნება ივნისიდან ურჩევნია. ამიტომ, კატალონიაში იძულებულნი არიან, სეზონის ბოლომდე დროებითი მწვრთნელი მოძებნონ.

გაიჟღერა მაურისიო პოჩეტინოს, კიკე სეტიენისა და გაბრიელ მილიტოს გვარებმა. თუმცა, პოჩეტინოს შემთხვევაში სიტუაციას ის გარემოება ართულებს, რომ არგენტინელის 5-თვიანი კონტრაქტით დათანხმება პრაქტიკულად წარმოუდგენელი იქნება.

0.146163