ფეხბურთი

1:09 | 13.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ ესპანეთის სუპერთასი მეთერთმეტედ მოიგო

საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში, ესპანეთის სუპერთასის რიგით 36-ე გათამაშება დამთავრდა. წლევანდელი ტურნირი განსხვავებული სისტემით ჩატარდა. ჯერ ნახევარფინალებში პრიმერას ოთხი ყველაზე რეიტინგული კლუბი დაუპირისპირდა ერრთმანეთს, გამარჯვებულები კი ფინალში შეხვდნენ.

მატჩი დიდი ვერაფერი საცქერი გამოდგა, დაძაბულობა მეტი იყო, ვიდრე სანახაობა. თანაც, „რეალი“ 115-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა, მეკარესთან ლამის პირისპირ გასული მორატას, საჯარიმოს რკალთან ვალვერდემ კინაღამ ფეხი მოაძრო და წითელი ბარათი მიიღო.

ძირითად და დამატებით დროს გამარჯვებული არ გამოუვლენია. პენალტები კი რეალელებმა გაცილებით უკეთ შეასრულეს და 4:1 გაიმარჯვეს,

ეს „რეალის“ მიერ მოგებული ქვეყნის მე-11 სუპერთასი გახლდათ. ამ მხრივ, რეკორდსმენი „ბარსელონაა“ (13).

ესპანეთი. სუპერთასი. ფინალი. 12 იანვარი

რეალი - ატლეტიკო 0:0 (4:1 პენ)

პენალტები: კარვახალი 1:0, საული 1:0 (ძელი), როდრიგო 2:0, პარტეი 2:0 (მეკარე), მოდრიჩი 3:0, ტრიპიერი 3:1, რამოსი 4:1

ჯიდა. „მეფე აბდალას სპორტ სიტი.“

რეალი: კურტუა, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მენდი, ვალვერდე, მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (ვინისიუსი 103), ისკო (როდრიგო 60), იოვიჩი (დიასი 83)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ატლეტიკო: ობლაკი, ტრიპიერი, ფელიპე, ხიმენესი (სავიჩი 98), ლოდი (ლიორენტე 89), კორეა, ტომასი, ერერა (ვიტოლო 56), საული, ფელიში (არიასი 101), მორატა

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: ხოსე მარტინესი

გაფრთხილება: მენდი (90+2), მოდრიჩი (90+2), ვალვერდე (111), კარვახალი (115); ფელიპე (27), ტომასი (74), სავიჩი (115), კოტრა (115)

გაძევება: ვალვერდე (115)

0.122463