ფეხბურთი

23:09 | 12.01.2020 | ნანახია 1487 - ჯერ

პაპუნაშვილი "სარაგოსას": "რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ საჭირო"

გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც „რასინგში“ გადავიდა, „სარაგოსას“ ემოციური წერილით დაემშვიდობა. ქართველი ფეხბურთელი გულშემატკივრებს მადლობას უხდის და აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელებს წარმატებებს უსურვებს.

„მოგესალმებით „სარაგოსისტებო“. მინდა გაცნობოთ ჩემი წასვლის შესახებ გადაწყვეტილება, რომლის მიღება ძალიან რთული იყო. თუმცა, ვფიქრობ, ამ ვითარებაში საუკეთესო გახლდათ. არ ვიცი როგორ გამოვახტო ჩემი გრძნობები თქვენდამი, ამიტომ უბრალოდ მადლობას გიხდით გულშემატკივრობისთვის და სიყვარულისთვის.

თანაგუნდელებო, თქვენ ხართ ჩემი მეორე ოჯახი და მადლობა ყველა წამისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ. დარწმუნებული ვარ, დასახულ მიზანს მიაღწევთ, წარმატებებს გისურვებთ, მალე შევხვდებით“, - დაწერა გიორგიმ.

შეგახსენებთ, პაპუნაშვილი „სარაგოსაში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს. არაგონულ გუნდში კი მის ანგარიშზე 58 მატჩი და 13 გოლია.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:17 | 21.07.2019
sabonis (9584)

რას ბჭობთ ხალხო, რა აზრი აქ ვისთან მოვხდებით მაინც გასულები ვართ, პირიქით გვაწყობს რაც შეიძლება ძლიერ გუნებთა მოვხდეთ, რომ გუნდი გაძლიერდეს დაეტად შეთამაშდეს.

17:17 | 20.07.2019
romeoromeo1989 (79)

ისიც დაგეწერათ მეოთხე კალათიდან ფინეთი ან პოლონეთი რო შეგვხვდება

13:19 | 20.07.2019
dinamo222 (8587)

იმიტომაა უკრაინაქ ჩვენზე წინ რომ წინა ჩემპიონატზე სამარცხვინოდ წავაგეთ მაგათთან@ აი ამიტომაცაა !!

18:37 | 19.07.2019
dubligi (1489)

და რატოა უკრაინა მე-3 და ჩვენ მე-5-ში..რა იდიოტური სისტემა აქვთ

18:23 | 19.07.2019
dinamo222 (8587)

სერბეთი საბერძნეთო ლატვია ფინეთი ჰოლანდია შვეცია და მერვედან სულ ერთია აი ეს იქნება მაგარი შედეგი ჩვებთვის

13:57 | 20.07.2019
jikha (947)

სერბეთის გარდა ეს გუნდები ჩვენთან ვერ იქნებიან. ჯგუფი იქნება ოთხგუნდიანი და ჩვენთან (ე.ი. მე-5 კალათა) მოხვდება თითო გუნდი პირველი, მე-4 და მე-8 კალათიდან

18:17 | 19.07.2019
Tsikura (85)

უკრაინა მესამე კალათაში?? საოცრებაა

17:37 | 19.07.2019
mikamika (1780)

წარმატებები ჩვენ ნაკრებს! იმედია ამ ჩემპიონატზე განსაკუთრებულ შედეგს ვაჩვენებთ.

17:36 | 19.07.2019
mikamika (1780)

მე-3 კალათის 2 გუნდთან (ლატვია, უკრაინა) სუპერ დადებითი ბალანსი გვაქვს და მე-4 კალათიდანაც გერმანიის გარდა ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე გვჯობს.

0.062389
1487