ფეხბურთი

21:07 | 12.01.2020 | ნანახია 8300 - ჯერ

ქეცბაიას "ანორთოსისის" ხმამაღალი განაცხადი ჩემპიონობაზე: გამარჯვება "აპოელთან" (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ დიდებულად ასპარეზობს და მე-16 ტურში ქვეყნის უძლიერესი გუნდი „აპოელიც“ დაამარცხა. მართალია, ნიქოზიელები ამ ტურამდე ფამაგუსტელებს 6 ქულით ჩამორჩებოდნენ, მაგრამ თამაშით ნაკლები ჰქონდათ ჩატარებული. აქედან გამომდინარე სასწორზე მნიშვნელოვანი ქულები იდო.

„ანორთოსისმა“ კონკურენტი 1:0 დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა. ოთხივე ჩვენებური, გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, ნიკა კაჭარავა და თორნიკე ოქრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. კაჭარავა შესვენების შემდეგ არ გამოჩენილა მოედანზე, ხოლო ოქრიაშვილი 88-ე წუთზე შეცვალეს, დაუშვილმა და ლორიამ კი, შეუცვლელად ითამაშეს.

ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე გავიდა და თავის გამოჩენა ბერძენმა თეოდოროს ვასილაკაკისმა მოახერხა, რომელმაც ახლო მანძილიდან დალაშქრა ნიქოზიელთა კარი. ჩვენებურებს საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ამასობაში „ანორთოსისს“ 15 თამაშში 36 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. უახლოეს მდევარ „ომონიას“ 4 ქულით უსწრებს და მასთან შედარებით თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული. „აპოელთან“ უპირატესობა კი, უკვე 9 ქულას შეადგენს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:17 | 13.01.2020
barcelona1991 (4821)

სასიხარულოა.ადრე ქეცბაიამ ჩემპ.ლიგაზეც გაიყვანა ანორთოსისი და იმედია ახლაც იმავეს იზამს.ცხადია ჯერ ჩემპიონატი უნდა მოიგონ.

10:01 | 13.01.2020
lagashi (6738)

ბრავო ქეცბაიას

22:02 | 12.01.2020
100% (432)

ყოველთვის მიხარია შენი გამარჯვება, თემურ.

21:11 | 12.01.2020
aulol besoi (1291)

ოქროა ქეცბა

0.139624
2447