ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში ისტორიული მედალი მოიპოვეს ალინა ბუტაევამ და ლუკა ბერულავამ.
ქართული წყვილი პირველივე დღიდან ლიდერთა სამეულში იმყოფებოდა და საბოლოოდ ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
ასპარეზობის პირველ დღეს ჩვენებურებმა მოკლე პროგრამა შეასრულეს (59.14 ქულა) და მეორე ადგილზე გასულ რუსეთის წარმომადგენლებს, მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩნენ.
მეორე დღეს თავისუფალ პროგრამაში 98.15 ქულა დაიმსახურეს და ასევე მესამე პოზიციაზე გავიდნენ. საბოლოო ჯამში კი 157.29 ქულას მოუყარეს თავი და მესამე საპრიზო კატეგორიის მედლებს დაეუფლნენ.