ATP Cup-ის ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა რაფაელ ნადალი 6:2, 7:6 დაამარცხა და ჩემპიონის ბედს წყვილთა თანრიგის შეხვედრა გადაწყვეტს.
პირველი სეტი ნოლემ მარტივად მოიგო. მეორე პარტიაში საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც სერბმა 7:4 იმარჯვა. მთელი თამაში ნოვაკი უკეთესი იყო, ის უტევდა რაფა კი დაცვაში იყო.
ურთიერთშეხვედრებში სერბი ესპანელს 29:26-ს უგებს.