მონრეალის გრან პრიზე ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა. ქართველი მოფარიკავე კანადაში შესანიშნავად გამოვიდა და ზედიზედ ოთხი გამარჯვებით ნახევარფინალში გასვლა შეძლო.
სანდრომ თავდაპირველად მიხეილ მარდალეიშვილი 15:5 დაამარცხა, რასაც თურქეთის წარმომადგენელ ენვერ ილდირიმთან (15:11) გამარჯვება მოჰყვა. მერვედფინალში სანდრომ უნგრელი შანად გემეში დაძაბულ ბრძოლაში, 15:13 დაამარცხა და მეოთხედფინალში მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავეს, სამხრეთ კორეელ სანგუკ ოჰისტანს 15:14 აჯობა.
უძლიერეს ოთხ სპორსტმენში მოხვედრა ბაზაძისთვის მაქსიმუმი გამოდგა, რადგან ნახევარფინალში იტალიელ ლუკა კურატოლისთან დამარცხდა და საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა.