ჩოგბურთი

14:15 | 12.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

უილიამსმა 2017 წლის შემდეგ პირველი ტურნირი მოიგო

2017 წელს ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შემდეგ სერენა უილიამსმა პირველი ტურნირი მოიგო. სერენამ ოკლენდის ტურნირის ფინალში თანამემამულე ჯესიკა პეგულა 6:3, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 36 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში პეგულა 3:1-ს იგებდა, თუმცა სერენამ ზედიზედ ხუთი გეიმის მოგება მოახერხა. მეორე პარტია უილიამსმა შედარებით იოლად მოიგო.

უმცხროსმა უილიამსა ერთეულთა თანრიგში კარიერაში 73-ე ტიტული მოიპოვა.

სერენა ტურნირზე მოგებულ თანხას ავსტრალიაში ხანძრით დაზარალებულთა ფონდში გადარიცხავს.

0.117899